„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის N2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-313 |
|
2020 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ :
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/04/2018 წ., ს/კ: 040030000.22.023.016486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
„ჯ2) უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაცია საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისთვის;
ჯ3) უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაცია;
ჯ4) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ დაჭერილი თევზჭერის პროდუქტების ექსპორტის მიზნით, განმცხადებლის მოთხოვნით, თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმება;
ჯ5) უცხო ქვეყნების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატების თაობაზე შეტყობინების დადასტურება და იმ სახელმწიფოებისა და მათი უფლებამოსილი ორგანოების შესახებ ჩანაწერების წარმოება, რომელთაგანაც მიიღო შესაბამისი შეტყობინება.“.
„ლ1) ადგენს თევზჭერის სერტიფიკატის რეესტრის ფორმას;“.
„ვ1) ლიცენზირების დეპარტამენტი;“.
„ნ1) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;“.
„6. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეთანხმება – ვიზირება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სარჩელის მომზადება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა, საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი; კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ან/და ვიზირება, სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
ვ) არსებულ საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილების შესახებ წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ან თანამდებობის პირისათვის;
ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენის უზრუნველყოფა; საჩივრების, ასევე იმ განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, რომელთა განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას;
თ) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.
„61. ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოს უფროსისთვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა;
გ) ლიცენზიების მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას, მათ აღმოსაფხვრელად ან/და გამოსასწორებლად წინადადებების შემუშავება გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა;
ე) ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის ,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის მოპოვების კვოტების დამტკიცების მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;
ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
ზ) ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;
თ) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა;
ი) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა;
კ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;
ლ) კონკრეტული ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
მ) აუქციონის შედეგების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში) ოქმის შედგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა;
ო) ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
პ) უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის შესახებ განაცხადების განხილვა საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისთვის;
ჟ) უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის განაცხადების განხილვა;
რ) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ დაჭერილი თევზჭერის პროდუქტების ექსპორტის მიზნით განმცხადებლის მოთხოვნით, თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმების უზრუნველყოფა;
ს) უცხო ქვეყნების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატების თაობაზე შეტყობინების დადასტურების უზრუნველსაყოფად იმ სახელმწიფოებისა და მათი უფლებამოსილი ორგანოების შესახებ ჩანაწერების წარმოება, რომელთაგანაც მიიღო შესაბამისი შეტყობინება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.
|