ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2020 წლის 6 აპრილი დაბა ხარაგაული |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
ა)დაწესებულება – მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო);
ბ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
გ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) საშტატო რიცხოვნება – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს;
2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს (არაუმეტეს 2).
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის.
3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა.
4. ამ წესის მიზნებისათვის, ავტომობილების კალსიფიკაცია ხორციელდება III კლასის ავტომობილების ნიშნით. აღნიშნული კლასის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი №1 და ცხრილი №2-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის.
5. ავტომობილის შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილების „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ავტომობილის შესყიდვის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. ცხრილი №1
ცხრილი №2
|