ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2021 წლის 30 მარტი ქ. ვანი |
|
დანართიN1
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ვანის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
ა) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მერს;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;
დ) ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს;
ე) ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა, ხდება 1 მთელამდე.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მაღალი სამორიგეო ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ.
|
1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის. 2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი III კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენისძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით. 3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია: ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი; ბ) ძრავას ზეთის ხარჯი; გ) ძრავას ზეთის ფილტრების ხარჯი; დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი; ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი; ზ) ანთების სანთლების ხარჯი; თ) ძრავას ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები; კ) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით. 4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის. 5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ დაწესებულებას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. შემსყიდველი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“-,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. 6. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 7. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი დაწესებულება ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა შესაბამისი კლასის მიხედვით (III კლასი). შემსყიდველი, ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. 8. ამ წესის მიზნებისათვის III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ზოგადი დანიშნულების: ა.ა) სამორიგეო; ა.ბ) მომარაგების; ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; ბ) განპიროვნებული: ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებისათვის; გ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს ამ წესის დანართი N1-ის შესაბამისად; დ) მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს ამ წესის დანართი N2-ის შესაბამისად; ე) ფლობის ზღვრული ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის განისაზღვროს არაუმეტეს 21000 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში; ვ) ფლობის ზღვრული ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის განისაზღვროს არაუმეტეს 29600 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში; 9. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და უნდა იყოს მარცხენასაჭიანი. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრომობილების შესყიდვაზე.
|
|
|