„საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მხარეებში საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის რეგიონალური ლიცენზიების შესახებ“

მიღების თარიღი 24.07.1998
გამომცემი ორგანო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 130.012.003.340
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 24/07/1998
matsne.gov.ge 239 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მხარეებში საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის რეგიონალური ლიცენზიების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №54 1998 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მხარეებში საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის რეგიონალური ლიცენზიების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის № 221 „საქართველოში სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შემოღების შესახებ“ და 1997 წლის 28 სექტემბრის № 548 „მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ“ ბრძანებულებების შესაბამისად და ამასთან, ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებსა და მხარეებში სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების ფუნქციათა სრულყოფის, ადგილებზე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში ლიცენზიების გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით, ვბრძანებ: 1. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებსა და მხარეებში საქართველოს ურბანიზაციისა  და მშენებლობის სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტებმა, სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, განიხილონ და გასცენ საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის რეგიონალური ლიცენზიები. 2. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებისა და მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების მიერ გაცემული საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის რეგიონალური ლიცენზიები მოქმედებს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის ან მხარის ტერიტორიაზე. 3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებულმა სახელწმიფო ლიცენზირების ცენტრმა (თ. ბოკერია) შეიმუშაოს და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად: - მხარეებში საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების ჩატარებისა და გაცემის წესი; - საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახეების სამაგალითო კლასიფიკატორი; - საპროექტო-სამშენებლო სამუშაოთა ჩამონათვალი სირთულის კატეგორიების გათვალისწინებით. 4. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებმა და მხარეებში სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლების დეპარტამენტებმა მათ მიერ გაცემულ საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიებზე ინფორმაცია წარმოადგინონ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში ყოველი თვის 10 რიცხვამდე. 5. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილეს მ. ნიკოლაიშვილს. მინისტრი         მ. ჩხენკელი