საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
მიღების თარიღი 08.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №223
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021935
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს
დებულების დამტკიცების შესახებ „სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 10 მარტის №3 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე “ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის განსაზღვრის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №223
2020 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი უძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდატორად განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2020 წლის 1 ივნისამდე.
6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 ივნისის №05/88 ბრძანების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად გამოცხადება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია