საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისათვის – ხელოვნების სასახლისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის სახელწოდების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №224 |
|
2020 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს – ხელოვნების სასახლეს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი მიჩნეულ იქნეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის – ხელოვნების სასახლის, აგრეთვე „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის – ხელოვნების სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №109/ნ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
|