„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№673
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025825
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №673

2020 წლის 10 აპრილი

. თბილისი

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მონიტორინგს უცხო ქვეყნიდან შემოსული, კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებაზე, შემდეგი პირობების დაცვით:“;

ა.ბ) „ე.ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე.გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ დაიტვირთება საქართველოდან ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლით, საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა უგრძელდება 24 საათით;“;

) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უცხო ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას მათ აღრიცხვას და კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე მათ გადაადგილებაზე, შემდეგი პირობების დაცვით:

გ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

გ.ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

გ.ა.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

გ.ა.გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ დაიტვირთება საქართველოდან ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლით, საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა უგრძელდება 24 საათით;

გ.ბ) საქართველოს მოქალაქის მიერ გადაადგილებული (გარდა ტრანზიტულად გადაადგილებისა) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით;

შენიშვნა:

1. ამ  ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე გაჩერების დროის მონაკვეთები.

2. მოცემული ვადების დარღვევისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად და სატრანსპორტო საშუალება (უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული) დაუყოვნებლივ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.“;

ბ.ბ) 1.აქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​1.ა) უცხო ქვეყნიდან შემოსულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ: საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისას) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას (გარდა ტრანზიტულად გადაადგილებულისა), რომელიც საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ დაიტვირთება საქართველოდან ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლით, საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადა უგრძელდება 24 საათით;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                       გიორგი გახარია