„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№746
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025832
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №746

2020 წლის 30 აპრილი

. თბილისი

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164  განკარგულებაში  შეტანილ  იქნეს  ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე.ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში − ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ.ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში − ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;“;

გ) მე-4 პუნქტის „დ1.ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                    გიორგი გახარია