On Quarantine Measures to be Implemented in order to Prevent the Spread of the Novel Coronavirus (COVID-19) in the Administrative Units of Kobuleti Municipality (Gvara, Leghva, Mukhaestate, Tskavroka)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №239 |
|
2020 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი |
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (გვარა, ლეღვა, მუხაესტატე, წყავროკა) ტერიტორიაზე (შემდგომ ტექსტში – ადმინისტრაციული ერთეულები) საგანგებო მდგომარეობის ვადით:
ა) აიკრძალოს ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:
ა.ა) ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;
ა.ბ) ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას;
ბ) აიკრძალოს ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება:
ბ.ა) სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;
ბ.ბ) სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;
ბ.გ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფის ან ამავე ქვეპუნქტში მითითებული საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
გ) აიკრძალოს ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება;
დ) სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით;
ე) შეჩერდეს ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:
ე.ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
ე.ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
ე.გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
ე.დ) ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
ე.ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობა/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
ე.ვ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
ე.ზ) ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
3. ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
|