NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №69/04
სარეგისტრაციო კოდი 220010070.18.011.016453
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2020 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №69/04
2020 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 48-ე მუხლის მე-3 და 71 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი
მუხლი 1🔗.
დოკუმენტის მიზანი
NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესს და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) და NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის მომხმარებლების და პორტალის ადმინისტრატორის ძირითად უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალი (შემდგომში – პორტალი), რომელიც განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.nbfi.nbg.ge;
ბ) ანგარიშგება – „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №4, „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4 და დანართი №5, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3 და „საკრედიტო კავშირებისათვის სესხის გაცემის პირობებისა და რისკის დონეების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგება;
გ) მომხმარებელი – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, რომელიც ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას და რომელიც ამ წესის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დაშვებულ იქნა პორტალში და უფლება აქვს პორტალში საკუთარი სახელით განახორციელოს მისთვის ნებადართული ქმედებები;
დ) უფლებამოსილი პირი – მომხმარებლის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პორტალში მუშაობს მომხმარებლის სახელით;
ე) პროფილი – პორტალის ფუნქციების ჩამონათვალი, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი ან ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამშრომელი;
ვ) ქმედებების ჟურნალი – სისტემაში განხორციელებული ქმედებებისა და ცვლილებების ქრონოლოგიური ჩანაწერები;
ზ) ავტორიზაცია – მომხარებლის შესვლა პორტალზე ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისათვის გადაცემული იდენტიფიკატორის (username) და შესაბამისი პაროლის (password) მეშვეობით;
თ) პორტალის შეტყობინება (შემდეგში – შეტყობინება) – ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისათვის პორტალის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც ატარებს სავალდებულო იურიდიულ ძალას;
ი) შეტყობინების მიმღები – მომხმარებელი, რომელიც პორტალის მეშვეობით იღებს შეტყობინებას, მიუხედავად უფლებამოსილი პირების რაოდენობისა;
კ) პორტალის შეზღუდვა (შემდეგში – შეზღუდვა) – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დროის მომენტი, რომლის დროსაც ხდება მომხმარებლისათვის პორტალით სარგებლობის უფლების სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვა;
ლ) შემაფერხებელი გარემოება – ტექნიკური ხასიათის შეფერხება, რომლის დროსაც პორტალი სრულად ან ნაწილობრივ მიუწვდომელია და რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის მიზეზით;
მ) ფორსმაჟორი – ნებისმიერი გარემოება, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამისი მხარის კონტროლს (მე-7 მუხლის გათვალისწინებით);
ნ) ელექტრონული თოქენი (შემდგომში – თოქენი) – USB ინტერფეისის მქონე ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც შეიცავს შიდა მეხსიერებას და პროცესორს. იგი გამოიყენება მომხმარებლისათვის მინიჭებული ელექტრონული/ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) და შესაბამისი დახურული გასაღების დაცულ მატარებლად;
ო) პორტალის ოპერატორი – ეროვნული ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია პორტალის მართვასა და პორტალის წესების განსაზღვრაზე;
პ) პორტალის ადმინისტრატორი – ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პორტალში მომხმარებლებისათვის და ეროვნული ბანკის თანამშრომლებისათვის შესაბამისი პროფილების შექმნასა და სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებზე;
ჟ) ეროვნული ბანკის თანამშრომელი – ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პორტალში იმოქმედოს ეროვნული ბანკის სახელით.
მუხლი 3🔗.
პორტალის ზოგადი აღწერილობა
1. პორტალის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ეროვნულ ბანკსა და პორტალზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის ინფორმაციის/დოკუმენტების/ანგარიშგებების (მათ შორის კონფიდენციალურის) გაცვლა და კომუნიკაცია. ეროვნული ბანკის სურვილის შემთხვევაში, პორტალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათ შორის სამართლებრივი აქტების და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების, სიახლეების განსათავსებლად.
2. პორტალზე წვდომის უფლება აქვს ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ თანამშრომლებს და მომხმარებელს მისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ პროფილზე.
3. ეროვნული ბანკის მიერ პორტალზე ატვირთულ ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, დასკანერებულს, შეტყობინებით გაგზავნილს ან/და ციფრულად/ელექტრონულად ხელმოწერილს) აქვს შესასრულებლად სავალდებულო იურიდიული ძალა. პორტალის ფარგლებში ციფრულად/ელექტრონულად შესრულებულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
4. მომხმარებელი ვალდებულია ყოველდღიურად გადაამოწმოს პორტალის მეშვეობით ეროვნული ბანკის მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინებები ან/და პორტალზე ატვირთული დოკუმენტები.
5. მომხმარებელი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ პორტალის მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებას ან/და ატვირთულ დოკუმენტს გაეცნოს გაგზავნიდან/ატვირთვიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. გაგზავნილი შეტყობინების გაცნობის გარეშე მომხმარებელს არ ეძლევა პორტალზე მუშაობის გაგრძელების უფლება.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, პორტალის მიერ ხორციელდება მომხმარებლების და ეროვნული ბანკის ქმედებების ჟურნალის ჩანაწერების დაარქივება/აღრიცხვა/შენახვა.
7. მომხმარებლის მიერ პორტალის მეშვეობით წარმოდგენილ ნებისმიერ ინფორმაციას და დოკუმენტაციას აქვს იურიდიული ძალა და ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომხმარებლის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის საზედამხედველო ღონისძიება.
8. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგება ხელმოწერილი უნდა იყოს მომხმარებლისათვის გადაცემული თოქენის მეშვეობით, გარდა იმ მომხმარებლისა, რომელსაც ამ წესის შესაბამისად არ გადაეცემა თოქენი. ხელმოწერის გარეშე გამოგზავნილი ანგარიშგება არ ჩაითვლება მიღებულად.
9. ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენილ ანგარიშგებად ჩაითვლება მომხმარებლის მიერ ანგარიშგების წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი აქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ბოლო პროგრამის მიერ ტექნიკური ხარვეზის გარეშე ატვირთული ანგარიშგება.
მუხლი 4🔗.
ეროვნული ბანკის როლი პორტალში
1. ეროვნული ბანკი ადმინისტრირებას უწევს პორტალის ფუნქციონირებას, მათ შორის, განსაზღვრავს პორტალის ტექნიკურ კონფიგურაციასა და მის პარამეტრებს, აკონტროლებს და მართავს პორტალს.
2. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს:
ა) პორტალში მომხმარებელთა და ეროვნული ბანკის თანამშრომელთა დაშვებას;
ბ) პორტალის გამართულ ფუნქციონირებას და ინფორმაციის დაცულობას;
გ) პორტალზე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას ან/და დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების ცვლილებას;
დ) პორტალის მოხმარების წესების პორტალზე განთავსებას;
ე) გარდა ზემოაღნიშნულისა, პორტალის მართვასა და გამოყენებას საჭიროებისამებრ.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) გამოიყენოს პორტალი მომხმარებლებთან დაკავშირებული შემოწმების ან/და სამართლებრივი აქტების, ასევე წერილობითი მითითებების, გაფრთხილებების ან/და საზედამხედველო ღონისძიებებთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის გაგზავნის, ამასთან ანგარიშგებების მიღება/დამუშავებისთვის ან/და პორტალის მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის;
ბ) გამოიყენოს პორტალი ნორმატიული ან/და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების/ინფორმაციის, ასევე სიახლეების განთავსებისათვის;
გ) განახორციელოს პორტალთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვების განზოგადება;
დ) გააკონტროლოს და შეამოწმოს მონაწილეების მიერ ამ წესების მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები;
ე) დაადგინოს შეზღუდვა პორტალის ნებისმიერ მომხმარებელთან მიმართებაში;
ვ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც საჭიროა პორტალის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის.
4. ეროვნული ბანკი, როგორც პორტალის ოპერატორი, პორტალის ხარვეზების ან მისი არასათანადო ფუნქციონირების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ხარვეზის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოფხვრას.
5. შემაფერხებელი გარემოების ან/და ფორსმაჟორის დროს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიწოდების/მიღების ან/და კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებები, წესი ან/და პროცედურა.
მუხლი 5🔗.
პორტალის მონაწილეები და მონაწილეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. პორტალის მონაწილეები არიან:
ა) ეროვნული ბანკი;
ბ) მომხმარებლები.
2. პორტალში მონაწილეობა შეუძლია მომხმარებელს, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული იქნება პორტალში მონაწილეობისთვის და რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. პორტალის გამოყენების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია:
ა) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პორტალის გამოყენებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო (მათ შორის, ინტერნეტ და კომპიუტერული, სისტემური, ან/და ტექნიკური) ინფრასტრუქტურის შექმნა;
ბ) პორტალზე წვდომის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ევალებათ ამ პორტალში შესაბამისი ქმედებების განხორცილება. ასევე, განსაზღვროს ის უფლებამოსილი პირი, რომელიც მომხმარებლის სახელით მოახდენს პორტალში თოქენის გამოყენებას. პორტალზე წვდომასა ან/და თოქენის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხარებელს;
გ) უზრუნველყოს თავისი შიდა სისტემების თავსებადობა პორტალის გამოყენების მოთხოვნებთან;
დ) უზრუნველყოს წინამდებარე წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა;
ე) პორტალზე პირველი ავტორიზაციისთანავე შეცვალოს ეროვნული ბანკის მიერ მისთვის გადაცემული დროებითი პაროლი (password);
ვ) პორტალზე პირველი ავტორიზაცია განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ მომხარებლისათვის იდენტიფიკატორის (username) და დროებითი პაროლის (password) გადაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში;
ზ) დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით ეროვნულ ბანკს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები (მათ შორის ანგარიშგება);
თ) უზრუნველყოს მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტების (მათ შორის ანგარიშგების) სისწორე;
ი) ყოველდღიურად განახორციელოს პორტალში ავტორიზაცია ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების წასაკითხად. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ დროებით ხდება თავისი საქმიანობის შეჩერება, რის გამოც ვერ ხერხდება პორტალზე ყოველდღიური ავტორიზაცია, მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს საქმიანობის შეჩერების ვადების მითითებით;
კ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს პორტალის მეშვეობით მიღებული დოკუმენტებით, მითითებებითა და შეტყობინებებით წარმოშობილი ვალდებულებები;
ლ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს პორტალზე უწყვეტ წვდომასთან ან/და ინფორმაციის/დოკუმენტების, ანგარიშგების, მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობის შესახებ;
მ) დოკუმენტების/ინფორმაციის გაგზავნასთან დაკავშირებული პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება უზრუნველყოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული ალტერნატიული საშუალებით. ნებისმიერი მიზეზის გამო, გარდა მე-7 მუხლით გათვალისწინებული ფორსმაჟორული გარემოებებისა (ყოველი შემთხვევისას შესაბამისი შეთანხმებული ფორმით და ვადით), პორტალის ფუნქციონირების შეფერხება მომხმარებელს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაგზავნის ვალდებულებისაგან, რაც შეფერხების არსებობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ალტერნატიული საშუალებებით;
ნ) დაიცვას უსაფრთხოების პროცედურები პორტალზე არაავტორიზირებული წვდომის თავიდან არიდების მიზნით და დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს, თუ მას გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი ან მიიღებს შესაბამის ინფორმაციას პორტალზე განხორციელებული არაავტორიზირებული წვდომების შესახებ;
ო) პორტალის არაავტორიზებული გამოყენების თავიდან აცილების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს შიდა უსაფრთხოების შესაბამისი პროცედურები.
მუხლი 6🔗.
მომხარებლისათვის პორტალზე წვდომის უფლების მინიჭების და გაუქმების პირობები
1. მომხმარებლის პორტალზე რეგისტრაციას ახდენს ეროვნული ბანკი. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება პორტალზე დაამატოს ახალი მომხმარებელი, წაშალოს ან შეცვალოს სისტემაში დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემები.
2. ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს გადაეცემა თოქენი ან/და მომხმარებლის იდენტიფიკატორი (username) და ერთჯერადი პაროლი (password).
3. მომხმარებელსა და ეროვნულ ბანკს შორის ფორმდება ელექტრონული/ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მომხმარებელს გადაეცემა თოქენი. მომხმარებელს, ასევე გადაეცემა მომხმარებლის იდენტიფიკატორი (username) და ერთჯერადი პაროლი (password).
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სესხის გამცემ სუბიექტებს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს – საკრედიტო კავშირებს, გადაეცემათ მხოლოდ მომხმარებლის იდენტიფიკატორი (username) და ერთჯერადი პაროლი (password).
5. მომხმარებლისათვის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ჩამორთმევიდან/გაუქმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, ეროვნული ბანკი მომხმარებელს უუქმებს პორტალზე წვდომის უფლებას.
მუხლი 7🔗.
ფორსმაჟორი
1. პორტალის მომხმარებლები თავისუფლდებიან ამ წესებით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ეს დაკავშირებულია დაუძლეველ გარემოებებთან (მათ შორის (არამხოლოდ) სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება, სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების აქტები), რომლებიც სცილდება მომხმარებელთა კონტროლს და რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილება მომხმარებლებს არ შეეძლოთ. მომხმარებლები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ფორსმაჟორული გარემოების არსებობის განმავლობაში.
2. მხარე, რომელზეც მოქმედებს ფორსმაჟორული გარემოებები, კერძოდ, ვალდებულების შესრულების ნაწილში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, აღნიშნული გარემოებების დადგომიდან გონივრულ ვადაში, წერილობითი ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აცნობოს მეორე მხარეს და მიიღოს აუცილებელი ზომები ამ გარემოებებით გამოწვეული შედეგების შესამცირებლად. ანალოგიური მოთხოვნები ვრცელდება ფორსმაჟორული გარემოებებისა და მათი შედეგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაზეც. შეტყობინების ვალდებულების უგულვებელყოფით ან შეტყობინების დაგვიანებით გამოწვეულ ყველა შედეგზე, ეროვნული ბანკისა თუ სხვა მესამე პირის მიმართ პასუხიმგებლობა ეკისრება მომხარებელს.
3. ფორსმაჟორული მდგომარეობა მომხმარებელს არ ათავისუფლებს ამ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ალტერნატიული საშუალებებით წარმოდგენის ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის/დოკუმენტაციის ალტერნატიული საშუალებებით წარმოდგენა ასევე შეუძლებელია ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო. აღნიშნულ შემთხვევაში შეტყობინება უნდა მოხდეს ობიექტური და გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში.
მუხლი 8🔗.
ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალობა
1. მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების სათანადო ზომები პორტალის არასანქცირებული/არაავტორიზებული წვდომისა და გამოყენებისაგან დასაცავად.
2. მომხმარებელი ვალდებულია არ გათქვას ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ გახადოს მესამე პირებისთვის ის კონფიდენციალური ინფორმაცია („ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილების შესაბამისად), რომელიც მათ მიეწოდათ პორტალის გამოყენების შედეგად, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებები
1. კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაუგზავნოს მომხმარებლებს დამატებითი ინსტრუქციები პორტალის მართვასა და მომხმარებლების მოვალეობებთან დაკავშირებით.
2. მომხმარებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესითა და პორტალში ატვირთული დოკუმენტებით/ინფორმაციით.
მუხლი 10🔗.
გარდამავალი დებულებები
1. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პორტალით სარგებლობის ვალდებულება წარმოეშობათ ეროვნული ბანკის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრული ავტორიზაციის პირობების უზრუნველყოფის შემდგომ და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში პორტალით ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებული შესაბამისი ცვლილების განხორციელების საფუძველზე.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირებს პორტალით სარგებლობის ვალდებულება წარმოექმნებათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი დამატებითი სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე.