ონის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.05.2020
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016297
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2020
matsne.gov.ge 1,092 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
ონის მუნიციპალიტეტის მერია
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მუხლი 2
განპიროვნებული ავტომობილი
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირზე ან საკრებულოს თავმჯდომარეზე/მოადგილეზე
მუხლი 2
სამორიგეო ავტომობილი
ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე ონის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს  კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
საშტატო რიცხოვნობა
ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (13)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.1
ცხენის   ძალა   არანაკლებ 82
გადაცემათა   კოლოფი მექანიკური ,  არანაკლებ  5  საფეხურიანი
სიგრძე   არანაკლებ 3665
სიგანე   არანაკლებ 1600
სიმაღლე   არანაკლებ 1575
წვა  (შერეული   წვის   პირობებში) 100  კმ  / ზე   არაუმეტეს 8  ლიტრი
ელექტროშუშები მინიმუმ   წინა   ორი
აუცილებელი   მოთხოვნა 4X4
ძრავას   მოცულობა   არანაკლებ (მონაცემები   დამრგვალებულია   მეათედებამდე) 1.0
წვა  (შერეული   წვის   პირობებში  ) 100  კმ  /  ზე   არაუმეტეს 9.3  ლიტრი
უცილებელი   მოთხოვნა კონდიციონერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.04.2019 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.05.2019 ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 21.04.2021 კასპის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 96% 22.05.2023 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2020 წლის 28 მაისი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის  შესაბამისად,   ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე დანართი ონის მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო ონის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი (შემდგომში – წესი), ადგენს ონის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ონის მუნიციპალიტეტის მერია; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო – ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო; გ) განპიროვნებული ავტომობილიავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირზე ან საკრებულოს თავმჯდომარეზე/მოადგილეზე; დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე ონის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს  კონკრეტულ თანამშრომელზე; ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს: ა) ონის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს; დ) ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრის და გამოყენების წესი 1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში ‑ 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი. 2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1‑ზე  დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა, ხდება 1 მთელამდე. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი 1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის. 2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს მე-3 კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება  შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის N266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100  ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია: ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი; ბ) ძრავის ზეთის ხარჯი; გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი; დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი; ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი; ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი; ზ) ანთების სანთლები; თ) ძრავის ღვედი; ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით. 4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. 5.  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ონის მუნიციპალატიტის მერიას (შემდგომში შემსყიდველი) წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დად­გენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 6.  ყოველი კონკრეტული შესყიდვისას ონის მუნიციპალიტეტის მერია ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. 7. ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი N1-ისა და ცხრილი N2-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის. ცხრილი N1 მსუბუქი ავტომობილები ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) 1.1 ცხენის   ძალა   არანაკლებ 77 გადაცემათა   კოლოფი მექანიკური,  არანაკლებ  5 საფეხურიანი სიგრძე   არანაკლებ 3850 სიგანე   არანაკლებ 1695 სიმაღლე   არანაკლებ 1455 წვა  (შერეული   წვის   პირობებში) 100  კმ  / ზე   არაუმეტეს 8  ლიტრი საგარანტიო   პირობები  საგარანტიო   პირობები 5  წელი   ძირითად   აგრეგატებზე  (ძრავა,  ხიდი, გადაცემათა   კოლოფი), 3  წელი   ან  150000  კილომეტრი (რომელიც   ადრე   შესრულდება)  სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფ ცვეთადი   ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები,  შუშის   საწმენდი   ჯაგრისები, გადაბმულობის   ქურო,  საყრდენი   დისკი   და მომჭიმი   საკისარი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს შემოთავაზებული  მარკის   ავტომობილის   ნებისმიერ   მოდელზე აღებული   შესაბამისი   ქრაშტესტის   სერტიფიკატი NCAP (ევრო   ქრაშტესტი)  ან  IIHS                                  (ამერიკული ქრაშტესტი) ან  JNCAP (იაპონური   ქრაშტესტი)  ელექტროშუშები მინიმუმ   წინა   ორი აუცილებელი   მოთხოვნა სათადარიგო   საბურავი აუცილებელი   მოთხოვნა წინა  2  უსაფრთხოების   ბალიში აუცილებელი   მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი   მოთხოვნა აუცილებელი   მოთხოვნა აუდიოსისტემა ,    უკანა   საქარე   მინის   ელ .  გათბობა აუცილებელი   მოთხოვნა აუცილებელი მოთხოვნა საჭის   გამაძლიერებელი აუცილებელი   მოთხოვნა ABS ცხილი N2 მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები ძრავას   მოცულობა   არანაკლებ (მონაცემები   დამრგვალებულია   მეათედებამდე) 1.0 ცხენის   ძალა   არანაკლებ 82 გადაცემათა   კოლოფი მექანიკური ,  არანაკლებ  5  საფეხურიანი სიგრძე   არანაკლებ 3665 სიგანე   არანაკლებ 1600 სიმაღლე   არანაკლებ 1575 წვა  (შერეული   წვის   პირობებში  ) 100  კმ  /  ზე   არაუმეტეს 9.3  ლიტრი საგარანტიო   პირობები 5  წელი   ძირითად   აგრეგატებზე (ძრავა,  ხიდი, გადაცემათა   კოლოფი ), 3  წელი   ან  150000  კილომეტრი (რომელიც   ადრე   შესრულდება )  სრულ ავტომანქანაზე, გარდა   სწრაფ ცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები,   შუშის   საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის   ქურო,  საყრდენი   დისკი   და მომჭიმი   საკისარი)  უსაფრთხოების   დამადასტურებელ დოკუმენტად   ჩაითვალოს :  შემოთავაზებული მარკის   ავტომობილის   ნებისმიერ   მოდელზე აღებული   შესაბამისი   ქრაშტესტის   სერტიფიკატი NCAP (ევრო   ქრაშტესტი)  ან  IIHS (ამერიკული   ქრაშტესტი ) ან  JNCAP (იაპონური   ქრაშტესტი ) ელექტროშუშები მინიმუმ   წინა   ორი აუცილებელი   მოთხოვნა სათადარიგო   საბურავი აუცილებელი   მოთხოვნა წინა  2  უსაფრთხოების   ბალიში უცილებელი   მოთხოვნა კონდიციონერი აუცილებელი   მოთხოვნა აუდიოსისტემა ,  უკანა   საქარე   მინის   ელ .  გათბობა აუცილებელი   მოთხოვნა საჭის   გამაძლიერებელი აუცილებელი   მოთხოვნა ABS აუცილებელი   მოთხოვნა 4X4