ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №240 |
|
2020 წლის 13 აპრილი ქ. თბილისი |
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის (შემდგომში – ხიდისყური) ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით:
ა) აიკრძალოს ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:
ა.ა) ხიდისყურის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ხიდისყურში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;
ა.ბ) ხიდისყურის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას;
ბ) აიკრძალოს ხიდისყურის ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება:
ბ.ა) სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;
ბ.ბ) სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;
ბ.გ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფის ან ამავე ქვეპუნქტში მითითებული საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
გ) აიკრძალოს ხიდისყურის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება;
დ) სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით;
ე) შეჩერდეს ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:
ე.ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
ე.ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
ე.გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
ე.დ) ხიდისყურის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
ე.ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
ე.ვ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
ე.ზ) ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ხიდისყურის ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
3. ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.04.2020.
- როდის იქნა მიღებული „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“?
- „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 13.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №240. სარეგისტრაციო კოდი — 120160030.10.003.021952.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.04.2020-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“, №240, 13.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021952 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4850257/