საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №522 |
|
2020 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლდნენ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან.
2. დაევალოთ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებს, პერიოდულად, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პრობაციის ოფიცრის მიერ წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, განახორციელონ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლი საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი სატელეფონო შეტყობინებისა და საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის შესახებ დგება შესაბამისი ოქმები. 3. მსჯავრდებულის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის დროს, პრობაციის ოფიცერი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები. 4. თუ, წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, მსჯავრდებული პრობაციის ოფიცერს მოთხოვნილ დროს არ დახვდება საცხოვრებელ მისამართზე, ის დაჯარიმდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. 5. მსჯავრდებულები, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად ვერ მოახერხებენ საქართველოში დაბრუნებას მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავისუფლდებიან „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი ვალდებულებისაგან. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება მოქმედებს გამოქვეყნებიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 16.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №522. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.027.017017.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.05.2020-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე“, №522, 16.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017017 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4851140/