ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №74/04 |
|
2020 წლის 23 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43 პუნქტის, ასევე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირი (შემდგომში -–ანგარიშვალდებული პირი) ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების დადებისას (თანხის ოდენობის მიუხედავად) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელებისას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გადაამოწმოს კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი და ადგილი; გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა/სტატუსი; ე) რეგისტრაციის მისამართი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ფოტოსურათი; თ) სქესი. |
| მუხლი 2 |
ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვს წერილობითი თანხმობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იმოქმედოს 2020 წლის პირველ აგვისტომდე. |
|
ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43 პუნქტის, ასევე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირი (შემდგომში -–ანგარიშვალდებული პირი) ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების დადებისას (თანხის ოდენობის მიუხედავად) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელებისას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გადაამოწმოს კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი და ადგილი;
გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა/სტატუსი;
ე) რეგისტრაციის მისამართი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ფოტოსურათი;
თ) სქესი.
მუხლი 2 |
ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვს წერილობითი თანხმობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იმოქმედოს 2020 წლის პირველ აგვისტომდე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავიმოწმოთსაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ“, №74/04, 23.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 220020040.18.011.016454 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4854320/ |