საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 26 აპრილის ბრძანება №88 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ბრძანება №88
2020 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 აპრილის №267 დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების, სიტუაციის ნორმალიზებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები.
2. ბრძანება ძალაშია 2020 წლის 26 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 26 აპრილის ბრძანება №88 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.04.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 26 აპრილის ბრძანება №88 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ““?
- „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 26 აპრილის ბრძანება №88 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ““ მიღებულია 26.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №88.
- სად არის „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 26 აპრილის ბრძანება №88 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 26 აპრილის ბრძანება №88 „საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ““, №88, 26.04.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4856738/