„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2020 წლის 29 აპრილი ქ. ხონი |
1. მე-17-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
ა) მერის თანაშემწე
ბ) სხვა პირი, რომელსაც მერიაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება
2. მე-19-ე მუხლი ამოღებულ იქნას
3. დაემატოს V1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„V1 თავი მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
მუხლი 181 . მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები:
1. მერის წარმომადგენელი.
2. მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული პირები.
3. მერის წარმომადგენელი არის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
4. მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული პირი არის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
5. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
6. მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული პირი ანგარიშვალდებულია მერის, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წინაშე.
7. მერის წარმომადგენელისა და ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული პირების უფლება მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.
8. თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომლის ნიმუშს ადგენს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.
9. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტი და კანონით დადგენილი წესით შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
|