„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №144 |
|
2020 წლის 14 მაისი ქ. ქუთაისი |
„თავი V
მერიაში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
1. მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებია:
ა) მერის წარმომადგენელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული სხვა პირი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.
2. მერის წარმომადგენელი არის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3. მერის წარმომადგენელი ინიშნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელთა ნუსხას, მერის წარდგინებით, ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. მერის წარმომადგენელი:
ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
გ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად;
ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტს;
ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ზ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.
6. თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომლის ნიმუშს ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.
7. მერის წარმომადგენელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
8. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული სხვა პირი ასრულებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დავალებებს.
მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებია:
ა) მერის მრჩეველი;
ბ) მერის თანაშემწე;
გ) მერის პირველი მოადგილის თანაშემწე;
დ) მერის მოადგილის თანაშემწე;
ე) სხვა პირი, რომელსაც მერიაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე, ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
1. მერის მრჩეველი არის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის მრჩეველი:
ა) კონსულტაციას უწევს მერს კანონმდებლობითა და დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას;
ბ) ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს.
3. მერის მრჩეველის უფლება – მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებითა და მუნიციპალიტეტის მერის სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. მერის მრჩეველი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.05.2020. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №144. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.123.016547.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №144, 14.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016547 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4869992/