„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №524 |
|
2020 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ლიკვიდაციასა და აღნიშნული დაწესებულებიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანასთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან. |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ლიკვიდაციასა და აღნიშნული დაწესებულებიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანასთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი |