საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №020
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №020
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე
დანართი
საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერისა და ამბროლაურის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
2. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
3 სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
4. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
5. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – გორის, ხაშურის და მცხეთის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
6. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – რუსთავის, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.