რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №019 |
|
2020 წლის 6 მაისი ქ. თბილისი |
2. საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების (გარდა თბილისის რაიონული პროკურატურებისა) უფლებამოსილება გავრცელდეს შესაბამისი თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაზე.
3. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,ქალაქ თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის №1-4 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვროს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებით დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.
|
2. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა – თბილისის ვაკის და თბილისის საბურთალოს რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
3. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – თბილისის დიდუბის და თბილისის ჩუღურეთის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
4. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა – თბილისის გლდანის და თბილისის ნაძალადევის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
5. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა – თბილისის ისნის და თბილისის სამგორის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები
1. ბათუმის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
2. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურა – ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
3. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
4. გორის რაიონული პროკურატურა – გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორია, აგრეთვე ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735–Iს დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორია.
5. მცხეთის რაიონული პროკურატურა – მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
6. ხაშურის რაიონული პროკურატურა – ხაშურის, ქარელის და თიღვის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
7. რუსთავის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
8. მარნეულის რაიონული პროკურატურა – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
9. ბოლნისის რაიონული პროკურატურა – ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
10. თელავის რაიონული პროკურატურა – თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
11. გურჯაანის რაიონული პროკურატურა – გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
12. სიღნაღის რაიონული პროკურატურა – დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
13. ქუთაისის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
14. ზესტაფონის რაიონული პროკურატურა – ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
15. სამტრედიის რაიონული პროკურატურა – სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
16. საჩხერის რაიონული პროკურატურა – ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
17. ამბროლაურის რაიონული პროკურატურა – ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
18. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა – ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
19. სენაკის რაიონული პროკურატურა – სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
20. ფოთის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
21. მესტიის რაიონული პროკურატურა – მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
22. ახალციხის რაიონული პროკურატურა – ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
23. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.