„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №85 |
|
2024 წლის 19 მარტი ქ. თბილისი |
„დანართი №1
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
1. ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე.
2. ნიკოლოზ როსებაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. გიორგი დიდიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.
4. პაატა ჯიოშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.
5. ალექსანდრე არაბული – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.
6. ვაჟა კიკნაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის 2 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – კომისიის წევრი.
7. ვახტანგ მაღრაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – კომისიის წევრი.
8. მერაბ გონგაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი – კომისიის წევრი.
9. ნინო ბახია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.
10. გიორგი პეტრიაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიწის აგეგმვის სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი.
11. მარიკა ოძელი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ქართული ენის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.
12. თეა ტეტელოშვილი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ქართული ენის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი.
13. შორენა ხაჩიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.
14. გიორგი ალიბეგაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი.
15. მიხეილ გვათუა − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.“.
|