„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №237 |
|
2025 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
„დანართი №1
ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
1. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე.
2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი.
7. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
8. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
9. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
11. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
12. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
13. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
14. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი.
15. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.
16. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი − კომისიის წევრი.
17. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე − კომისიის წევრი.
18. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე − კომისიის მდივანი.“.
|