„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ 20.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №282 |
|
2020 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დადგენილების მიზანია, განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის წესი, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებისას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისას), ასევე, საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის არსებობისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მოჭრისას გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი.“.
2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი2) სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების), ასევე, საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის არსებობისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მოჭრის შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი;“.
3. 278 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერქნიანი მცენარეების მოჭრისთვის დადგენილი საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მოჭრით დაინტერესებული პირის ვალდებულება მერქნიანი მცენარეების მოჭრისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, ან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის არსებობისას – ლიცენზიის მფლობელზე, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მოჭრით დაინტერესებული პირი ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს შესაბამისი საკომპენსაციო საფასური ამ წესის მე-7 დანართის №1 ცხრილის მიხედვით. აღნიშნული საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება სააგენტოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − აჭარის სატყეო სააგენტოს) ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
|