1. საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს დაწესებულების ტერიტორიაზე, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.

2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა, წარწერით – „საჩივრების ყუთი“.

3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.

4. სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ამ დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.

5. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.

6. დაწესებულებაში საჩივრების რეგისტრაციასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი.

7. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთ