„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №289 |
|
2020 წლის 4 მაისი ქ. თბილისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):
ა) მე-2 მუხლის 35 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) 23-ე მუხლის:
გ.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დაუშვებელია პროგრამის მოსარგებლის მკურნალობის ერთსა და იმავე ეპიზოდზე ერთისა და იმავე ნოზოლოგიური კოდის სხვადასხვა კლინიკაში გამოყენება, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა, პროგრამის მე-15 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული და „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი შემთხვევებისა.“;
გ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დამდგარი შემთხვევების დროს პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში – დაწესებულებებისთვის მომსახურების ღირებულება გადაანგარიშდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის დადგენილებით განსაზღვრული ტარიფისა. ამასთან, ქირურგიული მომსახურების შემთხვევაში, დაწესებულება, სადაც განხორციელდა ქირურგიული ჩარევა, დაფინანსდება ტარიფის 70%-ით, ხოლო თერაპიული მომსახურების შემთხვევაში კლინიკებს შორის თანხის გადანაწილება მოხდება გატარებული დღეების პროპორციულად.“.
2. დადგენილების №1.7 დანართის (ინფექციური დაავადებების მართვა):
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №289. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022001.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №289, 04.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4864664/