„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№146
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.021857
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2020 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის 2019 წელს დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში გამოცხადდეს მორატორიუმი პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებზე.“.

2. დანართ №1.9-ის („მედიკამენტებით უზრუნველყოფა“):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  პროგრამა მოიცავს ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის  3​6 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას, სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, შემდეგი ჯგუფების მიხედვით:

ა.ა) გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;

ა.ბ) ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

ა.გ) ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;

ა.დ) დიაბეტი (ტიპი 2);

ა.ე) პარკინსონი;

ა.ვ) ეპილეფსია;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას, სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შესაბამისი წლების „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრალიზებულად შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის ამოწურვამდე, ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის უპირატესი გაცემა ბენეფიციარებზე, ამავე დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, ცენტრალიზებულად შესყიდულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე არ ვრცელდება დანართ №1.9.1-ით განსაზღვრული ლიმიტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.03.2020.
როდის იქნა მიღებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.03.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №146. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.021857.
რამდენი მუხლისგან შედგება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №146, 05.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021857 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4815113/