„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№399
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022113
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №399

2020 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მორატორიუმი გავრცელდეს 2020 წელს დადებულ ხელშეკრულებებზე, 2020 წლის 1 დეკემბრამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1.9 დანართის („მედიკამენტებით უზრუნველყოფა“) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8,  მე-9 და მე-10 პუნქტები:

„8.  სააგენტო უფლებამოსილია, მის ბალანსზე რიცხული,  შესაბამისი წლების „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრალიზებულად შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტი, სამინისტროსთან შეთანხმებით,  გადასცეს ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიებს/აფთიაქებს, შემდგომში მათი ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3​​​6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე მოხმარების მიზნით.

9. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3​​​6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე პროგრამის ფარგლებში გასცეს სააგენტოს მიერ გადაცემული პროდუქტი ან სააგენტოს მიერ გადაცემული ფარმაცევტული პროდუქტი ჩაანაცვლოს განსხვავებული სერიული ნომრის მქონე ანალოგიური სავაჭრო დასახელების მედიკამენტით.

10.  ამ დანართის მე-9 პუნქტის ფარგლებში მიმწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაო არ ანაზღაურდება ამავე დანართის მე-8 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებლებზე სააგენტოს მიერ გადაცემული ფარმაცევტული პროდუქტის ოდენობის პროდუქტის გახარჯვამდე. ამასთან, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის გახარჯვის შემდეგ ამავე დანართის ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასი, ასევე მიმწოდებლების ანგარიშგებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი დამატებით განისაზღვრება ამავე დანართის მე-7 პუნქტის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.07.2020.
როდის იქნა მიღებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №399. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022113.
რამდენი მუხლისგან შედგება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №399, 02.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022113 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4914258/