„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.05.2020 ძალადაკარგული 04.08.2020
ნომერი
№536
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №536

2020 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ვ) №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 2325 ბრალდებული/მსჯავრდებული;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) №10 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) – დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 700 მსჯავრდებული;“.

 

მუხლი 2
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს №10 დაწესებულების – დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების – შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი