„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №533 |
|
2020 წლის 13 მაისი ქ. თბილისი |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, ესკორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აღკვეთის ღონისძიების/სასჯელის შეუფერხებლად აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.038.016564) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 531 მუხლი:
„მუხლი 531. კოვიდინფიცირებულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მეთვალყურეობის სპეციალური წესი 1. იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19) და მკურნალობის მიზნით განთავსებულია სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით. 2. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება (შემდგომ – აპარატურა) შედგება გადამცემისა და მიმღებისაგან. გადამცემს წარმოადგენს ელექტრონული სამაჯური, რომელიც სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში დამაგრებულია, როგორც წესი, მსჯავრდებულის ქვემოკიდურზე იმგვარად, რომ დაზიანების გარეშე შეუძლებელია მისი მოშორება. მიმღები განთავსებულია სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მუდმივად მიერთებულია დენის წყაროსთან. 3. ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ელექტრონული საშუალებით ზედამხედველობას ახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომ − სააგენტო) თანამშრომლობით. 4. სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულების შენობის გარე პერიმეტრზე/მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა დროებითი საგუშაგო, რომელიც შედგება ესკორტირების ჯგუფის არანაკლებ 3 წევრისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვასა და მეთვალყურეობას. 5. აპარატურაზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისთვის განსაზღვრული პერიმეტრის დატოვება, სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ ეცნობება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს. 6. აპარატურის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც ექვემდებარება ბრალდებულის/მსჯავრდებულის, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ სრულად ანაზღაურებას. |
| მუხლი 2 |
კოვიდინფიცირებულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში ელექტრონული ზედამხედველობის მიზნით, სპეციალურმა პენიტენციური სამსახურმა და სააგენტომ უზრუნველყონ შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №533. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.027.017028.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №533, 13.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017028 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4869818/