„თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.026.017074
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №34

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

„თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებით (სსმ, 29, 13.03.2009, სარეგისტრაციო კოდი: 010.340.000.22.026.012.883) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „კოორდინატორი სტრუქტურული ქვედანაყოფი“ – თავდაცვის სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელსაც თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის (მისი აპარატის) საქმიანობის კოორდინაციის ფუნქცია.“.

2.  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კოორდინატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.“.

3. მე-5 მუხლის მე-2  მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, კოორდინატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით, ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თავდაცვის ატაშედ/წარმომადგენლად ან თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატში შეიძლება დაინიშნონ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები: თავდაცვის ატაშე, სამხედრო წარმომადგენელი, სამოქალაქო წარმომადგენელი;

ბ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები – თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატის საჯარო მოსამსახურეები: თავდაცვის ატაშეს მოადგილე; სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე; სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე, მრჩეველი; უფროსი მეკავშირე ოფიცერი; მეკავშირე ოფიცერი.

3. თითოეული თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს განსაზღვრავს საქართველო თავდაცვის მინისტრი, კოორდინატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინების საფუძველზე.“.

4. მე-6  მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. როტაცია და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული თავდაცვის ატაშე/წარმომადგენელი და მისი აპარატის უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები წარიგზავნებიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) როტაციის წესით.

2. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, კოორდინატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირების როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, პირის გამოწვევა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

4. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში, თუ გამოწვევა თანამდებობის პირის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას არ უკავშირდება, თანამდებობის პირი ინიშნება სამინისტროში ან საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, მისი თანხმობით, ირიცხება თავდაცვის სამინისტროს რეზერვში (კადრების განკარგულებაში).

მუხლი 7. თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, კოორდინატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით, თავდაცვის ატაშეს/წარმომადგენლის აპარატში შეიძლება:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებულ იქნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეები – ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;

ბ)  „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებულ იქნენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე საქართველოსა ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები – მომსახურე პერსონალი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე