„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№201
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016525
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №201

2016 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016240) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ხელმძღვანელ პირებს;

ვ)  სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (შემდგომში – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) ხელმძღვანელ პირს.“;

ა.ბ) მე-3, მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.

4. წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილი არიან, შეადგინონ დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ.

41. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში –  ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია სათანადო დასკვნის მოსამზადებლად გადააგზავნოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში.“;

ა.გ) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია, განიხილოს დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ, ხოლო უფრო მაღალი რანგის მოსამსახურის საქმე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შესაბამისი რეაგირებისათვის.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;“;

გ) წესდების დანართის III ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„III. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი

(დროებითი მოთავსების იზოლატორები)

დროებითი მოთავსების იზოლატორის მოსამსახურის მიერ:

ა) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამკერდე ნიშნის გამოსაჩენ ადგილას ტარების ვალდებულების შეუსრულებლობა;

ბ) იზოლატორში პირის განთავსებისთანავე მისთვის იზოლატორის შინაგანაწესის განმარტების ვალდებულების შეუსრულებლობა;

გ) იზოლატორში მყოფი პირებისათვის ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობა;

დ) საგუშაგოზე ტელეფონის შეტანა.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №2  დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ მოსამსახურის წახალისების უფლება

 

თანამდებობის დასახელება

უფლება

წახალისების გამოყენებაში

1

2

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ყველა სახის წახალისების გამოყენება

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე  და მოადგილეები

(საკურატორო სფეროების მიხედვით)

მადლობის გამოცხადება, დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა (გარდა მინისტრის მიერ დადებული სახდელისა), პრემიით, ფულადი ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, კომპეტენციის ფარგლებში მორიგი სამხედრო ან სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელ-მძღვანელები და

ტერიტორიული ორგანოების უფროსები

მადლობის გამოცხადება, პრემიით ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და მათ მიერ განხილული და დადებული სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები

მადლობის გამოცხადება, პრემიით ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და მათ მიერ განხილული და დადებული სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა.“.

 

მუხლი 2
 

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი