სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა საერთო კრების შესახებ
გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს ,,გლდანს“ დაევალა აქციონერთა საერთო კრების მოწვევა. ამასთან, სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2020 წლის 28 აპრილი. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის 10 ივნის 14:00 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 2/9 -ში გაიმართება სს „გლდანის“ (ს/კ 209439099, შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგია:
1. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება;
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა.
3. საზოგადოების ფინანსური ანგარიშგებისა და წლიური შედეგების განხილვა.
სს ,,გლდანი ს“ დირექტორი რეკომენდაციას გიწევთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთო კრებაში დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.
აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ საერთო კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება ფასიანი ქალაღდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან სს „საქართველოს რეგისტრატორთან“ (სკ 205156374) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, შესასვლელი მოსაშვილის ქ. N11-დან, სართული მე-7.
აქციონერებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ შემოთავაზებული წესდების ახალი რედაქციის პროექტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის N303, ტელ: 557 770 784
კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად, ასევე წესდების ახალი რედაქციის პროექტის და რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).
სს „გლდანი ს“ დირექტორი რუდოლფ რაქვიაშვილი