⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.05.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 15.05.2020
ძალაში შესვლა 18.05.2020
ძალის დაკარგვა 23.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/190
სარეგისტრაციო კოდი 240000000.22.024.016638
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2020
matsne.gov.ge 395 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2020 მიღება
18.05.2020 ძალაში შესვლა
23.05.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  ერთობლივი ბრძანება №1-1/190/№2-412/№72 2020 წლის 15 მაისი ქ. თბილისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  №1 დეკრეტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების, „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 მაისის №304 დადგენილების, „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ ბრძანების №1 დანართში მითითებული მეწარმე სუბიექტებიდან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფუნქციონირების შემდეგ პირობებს: ა)  საქმიანობა/მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, უპირატესად, ღია სივრცეში; ბ) ფუნქციონირებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები; გ)  მეწარმე სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელის) მიერ უზრუნველყოფილია   დასაქმებულ პირთა სატრანსპორტო გადაადგილება  სამუშაო ადგილზე და უკან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მარშუტით. 2. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი (დანართი №1). 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს კონტროლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფუნქციონირების პირობების დაცვაზე. 4. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“-„ე.გ“ და „ე.ე“-„ე.ზ“ ქვეპუნქტების თანახმად აგრძელებენ ფუნქციონირებას.  მუხლი 2🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №1-1/155, №23, №2-281 ერთობლივი ბრძანება (სარეგისტრაციო კოდი: 240000000.22.024.016632; ვებგვერდი, 26/03/2020). მუხლი 3🔗 1. ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 18 მაისიდან. 2. ბრძანება ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური