„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №117

2020 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. N V-01 დანართის ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მე-13 სვეტში: აისახება ამ დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახადის თანხასა (სვ. 11, ან სვ.15-ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიმდინარე გადასახდელის (სვ.12) თანხას შორის სხვაობა, მათ შორის:

ლ.ა) დადებითი სხვაობა ექვემდებარება დამატებით დარიცხვას;

ლ.ბ) უარყოფითი სხვაობა ექვემდებარება შემცირებას;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) მე-14 სვეტში: „საწარმოს/ორგანიზაციის არსებობის პერიოდი“ – ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო/ორგანიზაცია არსებობს (დაფუძნდა, გაუქმდა და ა.შ.) არასრული კალენდარული წელი და მასში მიეთითება საგადასახადო წლის განმავლობაში საწარმოს/ორგანიზაციის არსებობის თვეების რაოდენობა. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია თვის დასაწყისიდან 15 რიცხვის ჩათვლით, ან მოხსნილია რეგისტრაციიდან თვის 15 რიცხვის შემდეგ, მაშინ გადასახადის გაანგარიშებისას სარეგისტრაციო და რეგისტრაციის გაუქმების თვე ჩაითვლება სრულ თვედ. წინააღმდეგ შემთვევაში, აღნიშნული თვე მხედველობაში არ მიიღება;

2) მე-15 სვეტში: „გადასახადის თანხა არსებობის პერიოდის გათვალისწინებით“ – მიეთითება ქონების გადასახადის თანხა კალენდარული წლის განმავლობაში საწარმოს/ორგანიზაციის არსებობის თვეების პროპორციულად (სვ.11 : 12 X სვ.14).

შენიშვნა: მომდევნო საანგარიშო წელს საწარმოს მიმდინარე გადასახდელის თანხა განისაზღვრება სრულ წელზე გაანგარიშებით (სვ.11), თუ არ დადგა სსკ-ის 205-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა.

მაგალითი:

საწარმომ რეგისტრაცია გაიარა 2018 წლის 22 თებერვალს. აღნიშნული პერიოდისთვის მისი დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ხოლო საანგარიშო წლის ბოლოსთვის – 110 000 ლარს. შესაბამისად, ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება (სვ. 6) შეადგენს 105000 ლარს ((100000 ლარი + 110000 ლარი): 2), ხოლო ქონების წლიური გადასახადის თანხა (სვ.11) – 1050 ლარს. საწარმოს/ორგანიზაციის არსებობის პერიოდის მიხედვით (10 თვე, სვ.14), 2018 წლის ქონების გადასახადის თანხა (სვ. 15) შეადგენს 875 ლარს (1050: 12 X 10).

ამ მაგალითის პირობებში, საწარმოს 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის სახით დაერიცხება 1050 ლარი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
📎 დანართები (1)
117 danarti. doc.doc DOC

გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

გვერდი

ნაწილი III

ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) გაანგარიშება

|# |  | ქონების |ტერიტორიული |ქონების მიღების|ქონების საშუალო|უძრავი ქონების |

| | |დასახელება|ერთე-ული |წელი (ივსება |წლიური |აფასების |

| | | | |უძრავ ქონებაზე)|საბალანსო |კოეფიცი-ენტი |

| | | | | |ნარჩენი | |

| | | | | |ღირებულება | |

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

|გადასახადის გადამხდელის | | | | |20 |

| |(ხელმოწერა) | |(რიცხვი, თვე, წელი) |