„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5/2020
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016477
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №5/2020

2020 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge), 06/02/2012, 010190020.15.008.016020) დამტკიცებული რეგლამენტის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. კომისიაში საქმისწარმოების წესი

1. კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს კომისიის მდივანი, ან როდესაც შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი, 10-დან 18 საათამდე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.

3. კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი, ან როდესაც შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია.

4. ამ მუხლით განსაზღვრული კომისიის უფლებამოსილი პირი (შემდგომში – კომისიის უფლებამოსილი პირი) ვალდებულია კომისიაში შემოსული ყოველგვარი დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.

5. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს. აღნიშნულ ცნობას კომისიის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.

6. კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება).

7. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

8. კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის უფლებამოსილი პირი აკეთებს წარწერას: „დოკუმენტი გაცემულია” და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.

9. არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით).

10. კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.

11. აკრძალულია კომისიაში შემოსული დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. ყოველი დღის 18 საათზე კომისიის უფლებამოსილი პირი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით, კომისიის უფლებამოსილი პირი, ჟურნალის ორივე ნაწილში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: „ჟურნალი დახურულია”, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი