ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის, მასთან არსებული I ჩიხის და I შესახვევის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016546
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის სოფიო ყულოშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, წყაროს ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის წყაროს I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზურაბ პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის მაქსიმე შარაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის, მასთან არსებული I ჩიხის და I შესახვევის სახელდების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №111
2020 წლის
15 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის, მასთან არსებული I ჩიხის და I შესახვევის სახელდების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩას, მასთან არსებულ I ჩიხს და I შესახვევს მიენიჭოს ციურიხის სახელი, ახალი რუკის თანახმად.
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე