„1998 წლის 11 მაისის №180/ო ბრძანებაში „სოციალურად საშიში და სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებების სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №19/ო
1999 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 1998 წლის 11 მაისის №180/ო ბრძანების №2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1. 1999 წლის 1 ოქტომბრამდე შექმნან სამხარეო ცენტრებში მრავალპროფილიანი დისპანსერები“.
2. დაევალოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს (რ. ურუშაძე) აღნიშნული ბრძანების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს 1999 წლის 31 ოქტომბრამდე.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ა. გამყრელიძეს.
ა. ჯორბენაძე