📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №342
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,385 სიტყვა · ~12 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (17)
გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება
გემის ეკიპაჟის შესაბამისი კომპეტენციის მქონე მეზღვაურებით დაკომპლექტება, რაც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოების, გემზე ტვირთის, ბარგის, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის, აგრეთვე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად
მუხლი 2
მოწმობა
ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა, რაც გათვალისწინებულია ამ რეგლამენტის დანართ №2-ით,  ხოლო დანართი №1 განსაზღვრავს გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას
მუხლი 2
GMDSS
საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევების დროს
მუხლი 2
საგემბანე განყოფილების შემადგენლობა
კაპიტანი, უფროსი თანაშემწე, სავახტო თანაშემწე, გემბანის რიგითი, მზარეული
მუხლი 2
სამანქანე განყოფილების შემადგენლობა
უფროსი მექანიკოსი, მეორე მექანიკოსი, სავახტო მექანიკოსი, ელექტროტექნიკოსი, რიგითი ელექტროტექნიკოსი, სამანქანე განყოფილების რიგითი
მუხლი 2
პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება („UMS“)
გემის ამძრავი მექანიზმის ავტომატიზებული მართვის სისტემა, რომლის არსებობა გემზე არ მოითხოვს მუდმივი ვახტის გაწევას სამანქანე განყოფილებაში
მუხლი 2
GMDSS A1 რაიონი
ნაპირის გასწვრივ ოცი-ოცდაათი საზღვაო მილით დაშორებული საზღვაო რაიონი, რომელსაც აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს რადიოსატელეფონო და    ციფრული არჩევითი გამოძახების მქონე მინიმუმ ერთი სახმელეთო ულტრამოკლეტალღოვანი რადიოსადგური
მუხლი 2
GMDSS A2 რაიონი
GMDSS A1 რაიონს მიღმა არსებული საზღვაო რაიონი, რომელიც    ნაპირიდან დაშორებულია ასორმოცდაათი საზღვაო მილით და მას ემსახურება რადიოსატელეფონო და ციფრული არჩევითი გამოძახების მქონე მინიმუმ ერთი სახმელეთო საშუალოტალღოვანი რადიოსადგური
მუხლი 2
GMDSS A3 რაიონი
GMDSS A1 და A2 რაიონებს გარეთ არსებული საზღვაო რაიონი, სადაც ვრცელდება INMARSAT სისტემის ხელოვნური თანამგზავრების სიგნალები
მუხლი 2
GMDSS A4  რაიონი
GMDSS A1, A2, და A3 რაიონებს გარეთ არსებული საზღვაო რაიონი, სადაც არ ვრცელდება INMARSAT სისტემის ხელოვნური თანამგზავრების სიგნალები
მუხლი 2
მმართველი კომპანია − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია ან პირი, როგორიც
არის გემის ოპერატორი ან ბერბოუტ-ჩარტერერი, რომელმაც გემთმფლობელისგან აიღო გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელიც ასეთი პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა, რომ აეღო ყველა მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაკისრებული ISM კოდექსის, ამ  რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს
ნებისმიერი სახელმწიფოს მცურავი საშუალება, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობისათვის
მუხლი 2
ნავსადგურის დამხმარე ფლოტი
მცურავი საშუალება, რომელიც გამოიყენება ნავსადგურის ან/და ნავსადგურებს შორის  უსაფრთხო  ფუნქციონირებისათვის
მუხლი 2
მინიმალური კვალიფიკაცია
STCW კონვენციითა და კოდექსით (ცვლილებათა გათვალისწინებით) დადგენილი კვალიფიკაციის მოთხოვნები ან STCW კონვენციის შესაბამისი რეგლამენტით გათვალისწინებული კომპეტენცია/კვალიფიკაცია ან სხვა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
შიდა ნაოსნობა
ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვის რაიონში, საქართველოს ერთი ნავსადგურის ფარგლებში ან/და საქართველოს სხვა ნავსადგურში
მუხლი 2
საერთაშორისო ნაოსნობა
ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვის რაიონის ფარგლებს გარეთ საქართველოს ნავსადგურიდან სხვა ქვეყნის ნავსადგურში, ან პირიქით
მუხლი 2
სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით. 2. ტერმინები, რომლებიც არ
არის განმარტებული წინამდებარე რეგლამენტში, განიმარტება საქართველოს საზღვაო კოდექსის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია" * გააუქმეთ არასასურველი ვარიანტი . 89% 02.05.2023 მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი 88% 31.05.2023 ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 13.12.2018 გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 05.07.2021 „სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 18.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება  №342 2020 წლის 1 ივნისი    ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საზღვაო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №326 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 4🔗 დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში გემთმფლობელები ვალდებულნი არიან, ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა დააკომპლექტონ ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  შესაბამისად.  მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30 დღეში.  პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ტექნიკური რეგლამენტი – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად გემის საერთო ტევადობის, მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის, ნაოსნობის რაიონის, გემის მუშაობის პირობებისა და დანიშნულების გათვალისწინებით, გემის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური  უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. ამ რეგლამენტის მიზნებისთვის საერთაშორისო სტანდარტები დადგენილია „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომში – „STCW კონვენცია“) VII/1, VIII/2 და A-VII/1, A-VIII/1 რეგლამენტების დებულებების (ცვლილებების გათვალისწინებით), „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ (SOLAS) 1974 წლის 1 ნოემბრის საერთაშორისო კონვენციის V/14 რეგლამენტის დებულებების, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 2011 წლის  30 ნოემბრის A.1047(27) რეზოლუციის – „ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების პრინციპების უზრუნველსაყოფად ეკიპაჟის დაკომპლექტების პრინციპების“, „მეთევზე მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) გაცემას და გაცემაზე უარის თქმას, მოწმობით დადგენილი პირობების დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 4.  აკრძალულია იმ გემის ნავსადგურიდან გასვლა, რომლის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება არ შეესაბამება მოწმობით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს ან არ აქვს შესაბამისი მოწმობა. 5. აღიარებული ორგანიზაციის  რეკომენდაციით, თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურებისა და სამგზავრო გემებზე, სააგენტოს თანხმობით, შესაძლებელია გაიზარდოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება მოწმობაში. 6. გემთმფლობელის  მიერ წარდგენილი მტკიცებულების ან/და  აღიარებული ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომელიც ადასტურებს ეკიპაჟის რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას, სააგენტოს თანხმობით, შესაძლებელია, შემცირდეს ამ რეგლამენტით განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება მოწმობაში. 7. საქართველოს დროშის ქვეშ  რეგისტრირებული საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემის  მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობისას ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისი ცხრილით.   8. საქართველოს დროშით მცურავ გემზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკოპლექტების მოწმობაში მოცემული ეკიპაჟის წევრთა  საშეღავათო ნებართვა გაიცემა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 9. ნავსადგურის დამხმარე ფლოტისა და თევზსაჭერი გემების ნავმისადგომთან დგომისას, რომელზეც ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, სავალდებულოა ეკიპაჟის ერთი წევრის  გემზე მუდმივად ყოფნა. 10. გემთმფლობელის  მიერ წარდგენილი მტკიცებულების ან/და  აღიარებული ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, დახურული სამანქანე განყოფილების მქონე მცურავ საშუალებაზე  სამანქანე განყოფილების ეკიპაჟით დაკომპლექტება არ არის სავალდებულო. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ რეგლამენტის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება – გემის ეკიპაჟის შესაბამისი კომპეტენციის მქონე მეზღვაურებით დაკომპლექტება, რაც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოების, გემზე ტვირთის, ბარგის, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის, აგრეთვე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად; ბ)  მოწმობა – ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა, რაც გათვალისწინებულია ამ რეგლამენტის დანართ №2-ით,  ხოლო დანართი №1 განსაზღვრავს გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას; გ)  GMDSS – საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევების დროს; დ) საგემბანე განყოფილების შემადგენლობა – კაპიტანი, უფროსი თანაშემწე, სავახტო თანაშემწე, გემბანის რიგითი, მზარეული; ე) სამანქანე განყოფილების შემადგენლობა – უფროსი მექანიკოსი, მეორე მექანიკოსი, სავახტო მექანიკოსი, ელექტროტექნიკოსი, რიგითი ელექტროტექნიკოსი, სამანქანე განყოფილების რიგითი; ვ) პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება („UMS“) – გემის ამძრავი მექანიზმის ავტომატიზებული მართვის სისტემა, რომლის არსებობა გემზე არ მოითხოვს მუდმივი ვახტის გაწევას სამანქანე განყოფილებაში; ზ) GMDSS A1 რაიონი –  ნაპირის გასწვრივ ოცი-ოცდაათი საზღვაო მილით დაშორებული საზღვაო რაიონი, რომელსაც აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს რადიოსატელეფონო და    ციფრული არჩევითი გამოძახების მქონე მინიმუმ ერთი სახმელეთო ულტრამოკლეტალღოვანი რადიოსადგური; თ) GMDSS A2 რაიონიGMDSS A1 რაიონს მიღმა არსებული საზღვაო რაიონი, რომელიც    ნაპირიდან დაშორებულია ასორმოცდაათი საზღვაო მილით და მას ემსახურება რადიოსატელეფონო და ციფრული არჩევითი გამოძახების მქონე მინიმუმ ერთი სახმელეთო საშუალოტალღოვანი რადიოსადგური;   ი) GMDSS A3 რაიონი –  GMDSS A1 და A2 რაიონებს გარეთ არსებული საზღვაო რაიონი, სადაც ვრცელდება INMARSAT სისტემის ხელოვნური თანამგზავრების სიგნალები; კ) GMDSS A4  რაიონიGMDSS A1, A2, და A3 რაიონებს გარეთ არსებული საზღვაო რაიონი, სადაც არ ვრცელდება INMARSAT სისტემის ხელოვნური თანამგზავრების სიგნალები; ლ) გემთმფლობელი − საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი; მ) ოპერატორი კომპანია − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია, იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი (ბერბოუტ-ჩარტერერი), რომელსაც გემთმფლობელმა დააკისრა გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელმაც ამ პასუხისმგებლობის აღებისას განაცხადა თანხმობა, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და იკისროს სათანადო პასუხისმგებლობა; ნ) მმართველი კომპანია − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია ან პირი, როგორიც არის გემის ოპერატორი ან ბერბოუტ-ჩარტერერი, რომელმაც გემთმფლობელისგან აიღო გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელიც ასეთი პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა, რომ აეღო ყველა მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაკისრებული ISM კოდექსის, ამ  რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ო)  სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს – ნებისმიერი სახელმწიფოს მცურავი საშუალება, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობისათვის; პ) ნავსადგურის დამხმარე ფლოტი – მცურავი საშუალება, რომელიც გამოიყენება ნავსადგურის ან/და ნავსადგურებს შორის  უსაფრთხო  ფუნქციონირებისათვის; ჟ)  მინიმალური კვალიფიკაცია – STCW კონვენციითა და კოდექსით (ცვლილებათა გათვალისწინებით) დადგენილი კვალიფიკაციის მოთხოვნები ან STCW კონვენციის შესაბამისი რეგლამენტით გათვალისწინებული კომპეტენცია/კვალიფიკაცია ან სხვა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; რ) შიდა ნაოსნობა – ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვის რაიონში, საქართველოს ერთი ნავსადგურის ფარგლებში ან/და საქართველოს სხვა ნავსადგურში; ს) საერთაშორისო ნაოსნობა – ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვის რაიონის ფარგლებს გარეთ საქართველოს ნავსადგურიდან სხვა ქვეყნის ნავსადგურში, ან პირიქით; ტ) სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით. 2. ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული წინამდებარე რეგლამენტში, განიმარტება საქართველოს საზღვაო კოდექსის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. მუხლი 3🔗. მოქმედების სფერო 1. ეს რეგლამენტი ვრცელდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ გემზე. 2. იმ გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში, გარდა თევზსაჭერი გემისა და იახტებისა, განისაზღვრება ამ რეგლამენტის №1 დანართის ცხრილ 1-ის შესაბამისად. 3. იმ თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში  და რომლის სიგრძე 7 მეტრი და მეტია, განისაზღვრება ამ რეგლამენტის №1 დანართის ცხრილ 2-ის შესაბამისად. 4.  იმ თევზსაჭერი გემისა და თევზსაჭერი კატარღების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ან სანაპირო  ნაოსნობაში და რომლის სიგრძე არის 7 მეტრი და მეტი, განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ  3-ის შესაბამისად. 5. იმ გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, გარდა თევზსაჭერი გემისა, საგემბანე განყოფილების მქონე არათვითმავალი ბარჟისა, სამგზავრო გემისა და სალოცმანო კატარღისა, განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 4-ის შესაბამისად. 6. იმ სამგზავრო გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში,  განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 5-ის შესაბამისად. 7. შიდა ნაოსნობაში ჩართული საგემბანე განყოფილების მქონე არათვითმავალი ბარჟის ეკიპაჟის მინიმალური  უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ   6-ის შესაბამისად. 8. სალოცმანო კატარღის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 7-ის შესაბამისად. 9. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), სასეირნო ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 8-ის შესაბამისად. 10. შიდა ნაოსნობაში ჩართული იახტების (აფრიანი ან მოტორიანი), სასეირნო ტენდერების, სასეირნო კატარღების ეკიპაჟის მინიმალური  უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის ცხრილ 9-ის შესაბამისად. 11. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ შემდეგ მცურავ საშუალებებზე:  ა) ზომამცირე გემებზე;  ბ) არათვითმავალ მცურავ საშუალებებზე საგემბანე განყოფილების გარეშე. 12. ზომამცირე გემის, რომლის ნაოსნობის რაიონი შემოიფარგლება შიდა ნაოსნობით, ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა განისაზღვრება 1 (ერთი) პირით, რომლისთვისაც არ არის სავალდებულო, ფლობდეს საზღვაო კომპეტენციას ან კვალიფიკაციას, თუმცა უნდა შეეძლოს მცურავი საშუალების მართვა და მანევრირება. მუხლი 4🔗. ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ძირითადი მიზნები ამ რეგლამენტის მოთხოვნებისა და მოწმობის შესაბამისად დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულება: ა) გემის უსაფრთხოება და უშიშროება; ბ) მგზავრთა უსაფრთხოება; გ) ტვირთის უსაფრთხო გადატანა; დ) გემის ამძრავი მექანიზმის, ელექტრომოწყობილობისა და მართვის სისტემის მუშა მდგომარეობის შენარჩუნება; ე) მუდმივი რადიოკავშირის არსებობა; ვ) გემის ტექნიკური მომსახურება და გადაუდებელი რემონტი; ზ) გემზე ტვირთისა და ბარგის უსაფრთხოება; თ) ზღვაზე უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვა; ი) სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის დაცვა; კ) გემის უსაფრთხო ნაოსნობა და მართვა; ლ) გემის უსაფრთხო ოპერაციები ნავსადგურში; მ)  მეზღვაურთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის უზრუნველ-ყოფა. მუხლი 5🔗. გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განმსაზღვრელი პირობები გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ეკიპაჟის შემადგენლობის მიერ შემდეგი შესაძლებლობები: ა) სამედიცინო დახმარების გაწევა; ბ) ნავსადგურში გემის უსაფრთხო მიბმის/ჩახსნის ოპერაციების უზრუნველყოფა; გ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება; დ) ტვირთის უსაფრთხო გადატანისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფა; ე)  გემის ჰერმეტულობის დაცვა; ვ) ავარიულ ან უბედურების შემთხვევაში, შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა; ზ) სამუშაო და დასვენების საათების გადანაწილება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; თ) სხვა პირობები, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის მიერ მიღებული 2011 წლის  30 ნოემბრის A.1047(27) რეზოლუციით. მუხლი 6🔗. სპეციალური მოთხოვნები გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას 1. ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებაში არ შედის მგზავრი და სამგზავრო გემზე მომსახურე პერსონალი. 2.  თუ  გემზე ეკიპაჟის წევრთა მინიმალური რაოდენობა არის 10 (ათი) ან  მეტი, მაშინ ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას ეკიპაჟის შემადგენლობაში სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს გემის მზარეული. 3.   გემზე, რომლის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა    10-ზე ნაკლებია და ეკიპაჟის წევრთა შორის არ არის სერტიფიცირებული მზარეული, სავალდებულოა, რომ  ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი იყოს მომზადებული ან გავლილი ჰქონდეს  შესაბამისი ინსტრუქტაჟი საკვების, პირადი ჰიგიენის, აგრეთვე გემზე საკვების მართვასა და შენახვასთან დაკავშირებით.  4.  იმ გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას, რომლის მთავარ ამძრავ მექანიზმს წარმოადგენს ელექტროძრავი, ეკიპაჟის შემადგენლობაში სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს დამატებით ელექტროტექნიკოსი. 5. GMDSS რადიომოწყობილობით აღჭურვილ გემს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი საგემბანე განყოფილების ოფიცერი, რომლებსაც აქვთ GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატები STCW კონვენციის შესაბამისად. 6. გემზე,რომელსაც გადაჰყავს 100 ან მეტი რაოდენობის ადამიანი და  ასრულებს სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობის საერთაშორისო რეისს, უნდა იმყოფებოდეს კვალიფიციური ექიმი, რომელიც პასუხს აგებს სამედიცინო მომსახურებაზე. 7. გემის, რომელზეც არ იმყოფება ექიმი, ეკიპაჟის შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი მეზღვაური, რომელიც პასუხს აგებს სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაზე. ასეთ პირს უნდა ჰქონდეს გავლილი STCW კონვენციით გათვალისწინებული სერტიფიცირება. 8.  შიდა ნაოსნობაში ჩართული სამგზავრო გემების ეკიპაჟის წევრებს უნდა ჰქონდეთ STCW კონვენციის რეგულაციის V/2-ის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი. მუხლი 7🔗. გემთმფლობელის ვალდებულება 1. STCW-ის კოდექსის A–I/14 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი,  ოპერატორი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს გემზე დასაქმებული ეკიპაჟის ყველა წევრის  ამ რეგლამენტის  მოთხოვნებთან შესაბამისობა. 2.  საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი, ოპერატორი ან მმართველი კომპანია  ვალდებულია,  უზრუნველყოს: ა) გემზე დასაქმებული თითოეული მეზღვაური საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სათანადო სერტიფიკატებით; ბ)  გემზე დასაქმებულ ყველა მეზღვაურთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მონაცემების მოწესრიგება და ხელმისაწვდომობა დროშისა და საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირებისათვის, იმ დოკუმენტებისა და მონაცემების ჩათვლით, რომლებიც შეეხება მეზღვაურის გამოცდილებას, წვრთნას, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დაკისრებულ მოვალეობებთან მისი კომპეტენციის შესაბამისობას; გ) გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ თავიანთი უშუალო მოვალეობებისა და გემზე არსებული იმ მექანიზმების, დანადგარების, ხელსაწყოების, პროცედურებისა და გემის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიური საქმიანობის დროს და ავარიულ სიტუაციაში მათ მიერ შესასრულებელ მოვალეობებთან; დ) გემის პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი მოქმედებების ეფექტიანი კოორდინირება ავარიული სიტუაციისა და იმ ფუნქციათა შესრულების დროს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას; ე) გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ STCW კონვენციის შესაბამისად მოთხოვნილი გადამზადებისა და საწვრთნელი კურსების გავლა; ვ) მოვალეობათა იმგვარად ორგანიზება, რომ დაღლილობის გამო არ შემცირდეს ვახტზე მდგომთა მუშაობის ეფექტიანობა; ზ) მოვალეობათა იმგვარად ორგანიზება, რომ რეისის დაწყებისას ვახტზე მდგომი ცვლა და მისი მომდევნო ცვლა იყოს სათანადოდ დასვენებული ან/და უნარიანი მოვალეობის შესასრულებლად. 3. საგანგებო მდგომარეობის ან სასწავლო განგაშის დროს ან განსაკუთრებულ ოპერატიულ სიტუაციაში დასაშვებია, არ იქნეს მოთხოვნილი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“,  „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა. 4. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს სათანადო ზომების შემუშავება STCW-ის კოდექსის A-VIII/1 და B-VIII/1 ნაწილების შესაბამისად. 5. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, გემზე შექმნას საკმარისი საცხოვრებელი ფართი გემის ეკიპაჟისთვის. 6. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, შექმნას ეფექტიანი მექანიზმი გემის ეკიპაჟის დაკომპლექტების დონეებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების ან დავების შესწავლისა და მოგვარების მიზნით. 7. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელ ან მმართველ კომპანიას  უფლება აქვს, დაასაქმოს დამატებითი მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა აღემატება ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების მოწმობით გათვალისწინებულ მინიმალურ  მისაღებ  სტანდარტს,  შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართი; ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს უსაფრთხოების საკმარისი საშუალებები; გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. მუხლი 8🔗. ეკიპაჟის  მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების მოწმობის  გაცემის პროცედურა 1. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია, სააგენტოს მიერ დამტკიცებული განაცხადით მიმართოს სააგენტოს მოწმობის მისაღებად. 2. მოწმობის მიღების განაცხადში კომპანიამ უნდა მიუთითოს გემის დეტალური მონაცემები, საქმიანობის სახეობა, მოქმედების სფერო და ეკიპაჟის დაკომპლექტების მინიმალური რაოდენობა და კომპეტენცია, რომლის მეშვეობითაც კომპანიას სურს გემის ფუნქციონირება. 3. თუ სააგენტო დაადგენს, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული ეკიპაჟის მინიმალური დაკომპლექტება აკმაყოფილებს გემის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ზღვის გარემოს დაცვის მოთხოვნებს, იგი გასცემს დანართ №2-ით გათვალისწინებულ მოწმობას, რომელიც შესაბამისობაშია IMO-ს A.1047(27) რეზოლუციასთან. მუხლი 9🔗. მოწმობის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება. მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა 1.  გემის მუდმივი რეგისტრაციის დროს მოწმობა გაიცემა უვადოდ. 2. გემის დროებითი რეგისტრაციის დროს მოწმობა გაიცემა მოქმედების ვადის მითითებით.  3. 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები მცურავი საშუალების ეკიპაჟის  მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მონაცემები მიეთითება გემის რეგისტრაციის მოწმობაში. 4. კომპანია ვალდებულია, მიმართოს სააგენტოს ახალი მოწმობის ასაღებად იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ შეიცვალა სახელი/ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა,  გემის კლასი, დონე, ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლები, ნაოსნობის რაიონი ან/და ეკიპაჟის სამუშაო და დასვენების პირობები, ასევე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში. 5. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა ახალი მოწმობა. 6. სააგენტო ვალდებულია, აწარმოოს დაკარგული მოწმობების რეესტრი.  მუხლი 10🔗. მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია 1.მოწმობა ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებშიც  აღინიშნება: ა) გემის სახელი; ბ) გემის მიწერის ნავსადგურის სრული სახელწოდება; გ) სახმობი და ამოცნობის ნიშნები; დ) გემის IMO ნომერი ან/და სააგენტოს მიერ მინიჭებული ნომერი; ე) გემის საერთო ტევადობა; ვ) მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე; ზ) გემის ტიპი; თ) ნაოსნობის რაიონი; ი) ოპერატორი კომპანია; კ) მონაცემი პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების არსებობის შესახებ; ლ) გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება; მ) სპეციალური მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ნ) მოწმობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ო) მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და აღნიშნული ორგანოს ბეჭედი. 2. მოწმობაში სავალდებულოა მიეთითოს, რომ გემი ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სათანადოდ დაკომპლექტებულად, თუ ნაოსნობის პერიოდში მასზე იმყოფება ამ მოწმობით გათვალისწინებული რაოდენობისა და თანამდებობების შესაბამისი ეკიპაჟი. მუხლი 11🔗. მოწმობის  საფასური მოწმობის  გაცემის საფასური და გაცემის წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანების შესაბამისად.