ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N11 ქუჩისათვის ლადო სულაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 10.06.2020
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27 11
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2020
matsne.gov.ge 238 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N17 ქუჩისათვის გიორგი ნაფეტვარიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 10.06.2020 ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ II-ის ქუჩა N59-ში მდებარე რაგბის მოედნისა და ტრიბუნისათვის ბეჟან ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 11.10.2018 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 07.09.2022 ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისრითის N1 და N2 ქუჩებისათვის გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 04.12.2019 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 25.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N11 ქუჩისათვის ლადო სულაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №27 11 2020 წლის 10 ივნისი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის №11 ქუჩისათვის ლადო სულაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 10 მარტის №19 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის  №11  ქუჩას მიენიჭოს პოეტ ლადო სულაბერიძის სახელი (რუკა თან ერთვის).  2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1). საკრებულოს თავმჯდომარე                                                       ალექსანდრე ლილუაშვილი