საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6343-IIს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.019875
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 182-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას;“;

ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.“.

2. 184-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი;“.

ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1)  ბუნებრივი  აირის  კონდენსატისათვის  ან/და  გათხევადებული  ბუნებრივი აირისათვის – წონით;“.

4. 188-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის ცხრილის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი

(გარდა მილსადენით გადაადგილებულისა)

2709 00 100 00

– აირის კონდენსატი ბუნებრივი

1 ტ

300

2711 11 000 00

– – ბუნებრივი აირი (გათხევადებული)

1 ტ

300

2711 12

– – პროპანი

1 ტ

300

2711 13

– – ბუტანები

1 ტ

300

2711 14 000 00

– – ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი

1 ტ

300

2711 19 000 00

– – დანარჩენი

1 ტ

300

2711 21 000 00

– – ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში)

1000 მ3

200

  2901 10 000 00

  – გაჯერებულები

1 ტ

300

2901 23

– – ბუტენი (ბუტილენი) და მისი იზომერები:

1 ტ

300

                                                                                                                                                                 “;

ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

5. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2020 წ.

N6343-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.06.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6343-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.019875.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6343-IIს, 12.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019875 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4893898/