საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3608-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.021086
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ3) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი, მასზე დარიცხული სარგებელი  და  „დაგროვებითი  პენსიის შესახებ“  საქართველოს  კანონის 32-ე−34-ე მუხლების შესაბამისად გასაცემი პენსია/საპენსიო აქტივები, გარდა:

ბ3.ა) საპენსიო შენატანის შეცდომით ან ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილისთვის/ფიზიკური პირისთვის დასაბრუნებელი, შეცდომით ან ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა;

ბ3.ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულისთვის დასაბრუნებელი საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა;

ბ3.გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის დასაბრუნებელი საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხისა.

შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ3.ა“, „ბ3.ბ“ და „ბ3.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი თანხა იბეგრება ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით;“.

2. 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ თავისი ხარჯით დასაქმებულის სასარგებლოდ, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები;“.

3. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ თვითდასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანებისა;“.

4. 154-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულისთვის/ფიზიკური პირისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების გადაცემის/გადახდის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2023 წ.

N3608-XIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.11.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3608-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.021086.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.11.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3608-XIIIმს-Xმპ, 01.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.021086 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5952067/