„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №64/ნ |
|
2020 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი |
„მუხლი 23. ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები
1. ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების სტატუსს;
ბ) მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თხოვნით და მას უფლება აქვთ ნებისმიერ დროს აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სურს მოსწავლეს სწავლის გაგრძელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდება ავტორიზაცია, ვალდებულია იმ მოსწავლის პირადი საქმე, რომლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თხოვნით, გადასცეს სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდა ავტორიზაცია (შემდგომში – რესურსცენტრი). აღნიშნულ პირად საქმეს რესურსცენტრი მოთხოვნის საფუძველზე, გადასცემს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოსწავლე განაგრძობს სწავლას და აღუდგება სტატუსი“.
|