„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№130/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.018237
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №130/ნ

2022 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ, 126, 01/10/2010, 430030000.22.022.016012) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1):

1. 54-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან და/ან სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებიდან (უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა)  გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით. აცილების გამოყენების უფლება არ აბრკოლებს ვიზიტის განხორციელებას.

8. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან/განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.“.

2. 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა, მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის  მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესაბამისად სტუდენტთა ფაქტობრივი (აქტიური სტატუსის მქონე) და შესაბამისი წლის დამამთავრებელი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი წლისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი