„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15403
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №15403

2020 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8)

ა) მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების  საგადასახადო კანონშესაბამისობის სამმართველო;“;

ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო კანონშესაბამისობის სამმართველო

მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების საგადასახადო კანონშესაბამისობის სამმართველო ახორციელებს მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების მიმართ:

ა) ამ დებულების მე-8, 9და 93 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ბ) კონსულტაციის გაწევას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

გ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევას, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა;

დ) სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას;

ე) საგადასახადო ორგანოში წერილობითი შეკითხვების განხილვისა და პასუხების გაცემის მონიტორინგს;

ვ) საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად  წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზის, რისკის ფაქტორების განსაზღვრას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                              ლევან კაკავა