📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2020
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016414
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2020
matsne.gov.ge 238 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 01.05.2017 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 25.09.2020 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 25.02.2020 ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივი­დუალური საცხოვრებელი სახლების, მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი II კლასის დამხმარე ხასიათის შენობა-ნაგებობების და II კლასის ღობეების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების დადგენის შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 29.08.2024 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი II კლასის დამხმარე ხასიათის შენობა-ნაგებობების და II კლასის ღობეების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის) მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 78% 25.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების დადგენის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2020 წლის 23 ივნისი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის  კოდექსი“  94-ე  მუხლის  მე-4  ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, I კლასის დაბალი წნევის გაზსადენი, ასევე ისეთი საშუალო წნევის გაზსადენი, რომლის შიდა დიამეტრი არ აღემატება 100 მმ-ს, 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე დიამეტრის წყალსადენი, 600 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი, ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხ/გასასვლელი, ელექტროგადამცემი ხაზი 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე, მშენებლობის  მარტივი  შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, I კლასის კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), მშენებლობის  მარტივი  შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი