კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
330110000.35.143.016419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2017 წლის 1 მაისი

ხაშური

 

კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის), როგორც ხაზობრივი ნაგებობის სახეობის, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაყვანა/მონტაჟისას, თუ არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება, აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს ახალი ტრანშეების მოწყობას, ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა- მონტაჟისათვის (გარდა საჰაერო ხაზისა) და მასთან დაკავშირებული დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცეს II კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 2
ნებართვის გაცემამდე წარმოდგენილი უნდა იქნეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მუხლი 3
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით: N=L*D*K,

სადაც:

L არის თხრილის (ტრანშეის) სიგრძე;

D არის თხრილის (ტრანშეის) სიგანე;

K არის მშენებლობის დაწყებისთვის სანებართვო მოსაკრებლის  დადგენილი ოდენობა ლარში.

მუხლი 4
მშენებლობის დასრულების შემდგომ კავშირგაბმულობის ქსელი (ხაზობრივი ნაგებობა) დაექვემდებაროს ექსპლუატაციაში მიღებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5
დადგენილება    ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.05.2017.
როდის იქნა მიღებული „კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ“?
„კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ“ მიღებულია 01.05.2017. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 330110000.35.143.016419.
რამდენი მუხლისგან შედგება „კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის საჭიროების შესახებ“, №11, 01.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 330110000.35.143.016419 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3656078/