„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2020 წლის 25 ივნისი ქ. წყალტუბო |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
„5. ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებია: გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი; ზედამხედველობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობებზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება; აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება; უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა; არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება; წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე შენობა–ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო–ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან; ორგანიზაციულ–სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე კანონით დადგენილი წესით; არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა; ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება; ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა–გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა–მოწესრიგება და სხვა), კანონმდებლობით დადგენილი წესით; კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ–სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის; არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“, „ნარჩენების მართვის კოდექსითა“ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღება; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება; კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე; დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სფეროში კანონით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; წინადადებების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე; დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან ხელშეკრულებების გაფორმება, კანონით დადგენილი წესით; დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვა, გადამხდელთა ბაზის ფორმირება და სრულყოფა; მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა და კონტროლი; სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის’’ (გარდა 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 431, 432, 1961, 1963, 1966, 197-ე, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ საფუძველზე, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.''
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.''
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ'' ქვეპუნქტი:
„გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირის - სპეციალისტის თანამდებობაზე.''
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 1 პუნქტი:
„51. .ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტული ფორმის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება მერსა და დასაქმებულს შორის.''
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. მერიაში „საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირის – სპეციალისტის თანამდებობაზე მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც, როგორც წესი, მიიღება უკონკურსოდ.
5. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.''
6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა.''
7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისთვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.''
8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ'' ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის არყოფნისას - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ სხვა პირს – სპეციალისტს, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.''
9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია სამი თვე.''
10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ'' ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მერიის სამსახურის მოხელის კვარტლის ანგარიში სამსახურის/განყოფილების უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას.''
|