საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/229
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016649
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2020
matsne.gov.ge 342 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 91% 29.12.2014 სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 29.06.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 19.02.2018 სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 13.08.2020 ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 03.04.2017

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/229 2020 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი“.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი განსაზღვრავს სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. ელექტრონული ფორმით მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა გაიგზავნოს სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე info@msa.gov.ge. 3.  ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციის მომთხოვნი პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს; ფიზიკური პირის შემთხვევაში – ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს; ბ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ – ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემა 1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ელექტრონული მისამართის (info@msa.gov.ge) მეშვეობით გადის რეგისტრაციას სააგენტოში და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება. 2. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული ფორმით მიღებიდან (მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) მომდევნო სამუშაო დღეს. 3.  თუ მოთხოვნილი ინფორმაცია მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, სააგენტო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნს და მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი გაცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.