ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.06.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №277
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2020
matsne.gov.ge 175 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ქუთაისში, ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 24.06.2020 ქალაქ ქუთაისში, უსახელო ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.06.2020 თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 27.02.2026 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 04.08.2023 ქალაქ ქუთაისში, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთების შემაერთებელი უსახელო ქუჩისათვის ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 31.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №277 2020 წლის  24 ივნისი ქალაქი  ქუთაისი  ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე: მუხლი 1🔗. ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევს მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრის, ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის მფლობელის,  მალხაზ კუხიანიძის სახელი.  მუხლი 2🔗. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო  სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა № 11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.   მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით. საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                         ირაკლი  შენგელია