ქალაქ ქუთაისში, უსახელო ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.06.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №276
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2020
matsne.gov.ge 159 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ქუთაისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევისათვის მალხაზ კუხიანიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.06.2020 ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 18.01.2021 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 07.11.2018 ქალაქ ქუთაისში, ოთარ ჩხობაძის სახელობის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 24.06.2020 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 04.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისში, უსახელო ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ქუთაისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულება №276 2020 წლის 24 ივნისი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისში უსახელო ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე: მუხლი 1🔗. ქალაქ ქუთაისში უსახელო ქუჩას მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას, სახელი. მუხლი 2🔗. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო  სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა № 11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით. საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                            ირაკლი  შენგელია